მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს იზოლაციის ვადა გასული აქვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს იზოლაციის ვადა გასული აქვს.
ინფორმაცია თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პოლიციამ გადაამოწმა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის განმარტებით, პოლიცია წესის დარღვევის შემთხვევაში, თავმჯდომარისათვის ჯარიმის დაწერას აპირებდა.

” ჩემი მიმართვის საფუძველზე, პოლიციამ გადაამოწმა კურდღელაურის, იყალთოში და გულგულის დასახელებული ფაქტები და ყველას გასული აქვს იზოლაციის ვადა. რაც შეეხება ხმის მიცემას, მათთან სპეციალური უბნის ყუთი აღარ მივა და ჩვეულებრივად უბანზე შეძლებენ ხმის მიცემას,”- განაცხადა გაიპარაშვილმა.
იზოლაციის ვადის გასვლა, რადიო ჰერეთთან დაადასტურა, კურდღელაურის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლალი მუმლაურმაც.27 ოქტომბერს ვადა გავიდა. სიები შედგენილია 25-ში და როგორც ჩანს, ამიტომ მოვხვდი იქ. მე დღეს ხმას საერთოდ ვერ მივცემ, რადგან უბნიდან გასვლა მეკრძალება და სპეციალური ყუთიც ჩემთან არ მოვა. ასე, რომ ჩემი ხმა დაიკარგა”- განაცხადა მუმლაურმა.

შეგახსენებთ, კოვიდინფიცირებულთა სპეციალურ სიაში საარჩევნო უბნებზე მყოფი პირების შესახებ, განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button