სპორტ-ნიუსისპორტი

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი თელაველი სტუდენტი გახდა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი თელაველი სტუდენტი გახდა.

ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზე, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის წოდება წყალბურთელმა, გიორგი მაგრაქველიძემ მიიღო.

მაგრაქველიძე წყალბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “დინამო თბილისის” მოთამაშეა.

სპორტსმენი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტია.

,,ძალიან კარგია, როცა ამდენ ახალგაზრდა სპორტსმენს შორის საუკეთესოდ გამოგარჩევენ. ეს ჯილდო მოტივაციაა, კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად”- ამბობს მაგრაქველიძე.

ამჟამად, ახალგაზრდა წყალბურთელი, ,,დინამო თბილისთან” ერთად, ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button