მნიშვნელოვანისიახლეები

ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ზრდის გამო, შესაძლებელია თბილისში ზომები გამკაცრდეს.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

ინფიცირებულთა რაოდენობით, თბილისმა აჭარას გადააჭარბა, მესამე ადგილზეა იმერეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button