მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვა დაიწყო

ევროპამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვა დაიწყო. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ განხილვები გაგრძელდება და ევროკავშირისათვის გაფართოების თემა აქტუალურ საკითხად რჩება.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში გაიმართა წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, სადაც ასოცირებული ტრიოს მოთხოვნაზე მსჯელობა გახსნილად ოფიციალურად გამოცხადდა. პარალელური პროცესი მიდის სტრასბურგშიც, სადაც საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრებს მართავს ევროპელ კოლეგებთან.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვლის ხმა

მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას – ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

“ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის,” – წერს ღარიბაშვილი.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც. მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის დასტური ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებისადმი, შეუერთდეს საქართველო ევროპულ ოჯახს.
უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ევროკომისია განიხილავს. ევროპის ქვეყნების 27 მუდმივი წარმომადგენელი შეთანხმდნენ, მოიწვიონ ევროკომისია, რათა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ წარდგენილ თითოეულ განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინოს.

დავით ზალკანიანის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button