რეგიონი
წალენჯიხა-მუხურის გზაზე ავარია მოხდა

წალენჯიხა-მუხურის გზაზე, სქურის გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით,შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 5 ადამიანი. ისინი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ამავე ცნობით,მძღოლმა გადმოსახვევთან მომავალი “ოპელი” გვიან შეამჩნია და საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.
ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილას პოლიციისა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.