დღეს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 1-ელ მარტს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული, რომლის პარალელურადაც სასამართლოს ეზოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებიც შეიკრიბენიან.
სასამართლო პროცესს დაესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილიც.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ასრულებს პუტინის დავალებას, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მისი და სააკაშვილი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დევნის მესამე პრეზიდენტს, რომელმაც 2008 წელს აქტიური წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის შემოჭრას ქართულ მიწაზე.
გარდა ამისა, ჯანაშიამ განაცხადა, რომ სასამართლოზე შუამდგომლობების დაყენებას აპირებს.
გვარამიას განცხადებით, უკრაინას მიხეილ სააკაშვილი სჭირდება, რადგან მას მსგავსი კრიზისების მართვის კარგი გამოცდილება აქვს.
ადვოკატის შოთა თუთბერიძის ხმა
გიული ალასანიას თემურ ჯანაშიას ბექა ბასილაიას და ნიკა გვარამიას ხმა