მნიშვნელოვანისაქართველო

10 სამინისტრო და ერთი აპარატი – მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა

საქართველოს ახლმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი სტრუქტურის პროექტი წარადგინა.

ამ პროექტის მიხედვით კულტურის და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს შეერთდება.

უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო.

განსახლების კომპონენტი გადაეცემა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის კომპონენტი კი შსს-ს, ხოლო სოციალური – ჯანდაცვის სამინისტროს.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარების სამინისტროში.

გარდა ამისა, რელიგისი სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

მსგავსი პოსტები

Back to top button