მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელოში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების სახლი გადაწვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოზარდის მშობლებმა და ახლობლებმა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით დაკავებული მამა-შვი­ლის საცხოვრებელი სახლი გადაწყვეს.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი ბავშვს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა და მოკვლის მუქარით აიძულებდა ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.

“ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, როცა ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა მუცლის არეში. ასეთ ხალხს რად უნდა გასამართლება”,-ამბობენ მეზობლები.

მარტვილის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა – შვილი გუშინ დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button