მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო! -ზარქუა დეგნანს მიმართავს

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს თავს ესხმის, მას “მავნებელს” უწოდებს და აცხადებს, რომ ის, როგორც ელჩი “ვერ შედგა”. მისი თქმით, დეგნანმა “შეცდომები” დაუშვა და ალბათ, იყო ერთ-ერთი “შემოქმედი”, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო.

“ესე იგი, რა გამოდის, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი იმ დემოკრატიული პროცესების და ქვეყნის განვითარებას, სიმშვიდის მხარდამჭერი, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავგეგმეთ და უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოვიყენეთ ახლა […]

და ამას რომ კითხვის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ელჩო, ყოფილო. მე მინდა, ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ – თქვენ, თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ არა პარტიის წარმომადგენელი იყავით, არამედ იყავით სახელმწიფოსი, იმ სახელმწიფოსი, რომელზეც იმედებს ვამყარებთ დღემდე და მომავალშიც დავამყარებთ, რომ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ […]

თქვენ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე, როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს აშშ-სთან და ამისთვის თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ და არც ინვესტიცია ჩაგიდიათ […]

არ გამოვა ასე, ორმაგი სტანდარტით. ვწუხვარ, ამის თქმის საშუალება რომ მომეცით, მაგრამ ეს თქვენ ბრძანეთ. ქართველი ერი – უდიდესი ცივილიზაციის, კულტურის, განათლების მქონე საზოგადოება ვართ და რამენაირად, იმასაც გავარკვევდით და გავარკვიეთ, ელექტრონულად როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ, ვწუხვარ ძალიან ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას, ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში, თქვენი განცხადებებით და ამის დემონსტრირებაა ის, რაც ახლა ბოლოს მოვისმინეთ.

[…] ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, და სამჯერ-ოთხჯერ ჩვენ ეს ჩავახშვეთ, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ეს ხელმოცარულები ცდილობენ, ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვით და დააგვირგვინეთ ამით. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა რომ ასე მოხდა, ასე რომ Goodbye, my darling”, – განაცხადა ზარქუამ.

ეს არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს, – ასე აფასებს არჩევნების შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის შეფასებით, კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი და პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელ მოწოდებას შეიცავს. მისივე განცხადებით, ახლა ელექტრონულ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა იწყება.

„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე – „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწადნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს.

გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს – ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. „ბანკსაც კი ქურდავენ“ ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ უკვე საქმე, რომ საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება და წაგებული არჩევნები რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია საქართველოში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დეგნანის მოსაზრებებზე, რომლის შესახებაც მან რადიო “თავისუფლებასთან” ისაუბრა.

“გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი” – მიმართავს დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს. ასევე იგი საუბრობს არჩევნების ელოქტრინულ სისტემაზე და გარკვეულწილად ეჭვს გამოთვამს “ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება” და რომ “მისით მანიპულაციაც შესაძლებელია”.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მთავრი პარტნიორის მხრიდან, რომელიც დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი უნდა იყოს კითხვებს აჩენს მსგავსი განცხადება და ეჭქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათივე რეკომენდაციით დაინერგა.

განსხვავებულია “ნაციონალური მოძრაობის” შეფასება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ განცხადება მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს პარტნიორისგან სრული მხარდაჭერა ექნება.

“როცა პუტინი გაქებს, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი გაქებს, ეს პრობლემაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. პარალელურად, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე, სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს მოქალაქეს, სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს საქმე ბოლომდე მისაყვანი იქნება ქართველი ხალხის,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში-დეგნანი

მსგავსი პოსტები

Back to top button