მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი პუტინი კრემლში დაბრუნდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერის“ რაზმების დისლოკაციის პუნქტში დაბრუნების შემდეგ, სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავები მოსკოვში დააბრუნა, – ინფორმაციას Meduza Flightraday24-ზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია ერთ-ერთ საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 24 ივნისს ვნუკოვოს აეროპორტიდან სანკტ-პეტერბურგში სასწრაფოდ ჩაფრინდა მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვში 25 ივნისს გვიან ღამით დაბრუნდა. საუბარია ორ თვითმფრინავზე – IL-96-300PU კუდის ნომრით RA-96021 და IL-96-300PU კუდის ნომრით RA-96022.

“Flightradar24 სერვისის თანახმად, პირველმა თვითმფრინავმა 25 ივნისს ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე ჩართო გამოვლენის სისტემა ტვერის რეგიონის თავზე. მოსკოვში რომ მიაღწია, 15 წუთის განმავლობაში შემოუარა მოსკოვის მახლობლად ქალაქ ჩეხოვს და 03:43 საათზე დაეშვა. კიდევ ერთმა თვითმფრინავმა ჩართო გამოვლენის სისტემა 01:13 საათზე ასევე ტვერის რეგიონში. ის მოსკოვში 01:50 საათზე დაეშვა. უცნობია, საიდან დაფრინავდა ორივე თვითმფრინავი” – წერს გამოცემა

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი კრემლში “მთელი დღე მუშაობდა”.

ოკუპანტმა პრეზიდენტმა მოსკოვი დატოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button