ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის ერთი, 91 წლის ქალი ოკუპირებული გალის მკვიდრია, იგი რუხის კლინიკაში იყო მოთავსებული. აქვე გადიოდა მკურნალობას ვირუსის კიდევ სამი პირი- ჩხოროწყუს მკვიდრი 63 წლის ქალი და ზუგდიდელი ქალი და მამაკაცი. ორივე მათგანი 62 წლის.
კლინიკა “სენამედში” გარდაიცვალა ორი პაციენტი – ერთი სენაკის მკვიდრი, 65 წლის ქალია და მეორე ხობელი, 82 წლის ქალი. სენაკის კლინიკა “ლაზიკამედში” გარდაივალა სენაკელი, 81 წლის მამაკაცი და ფოთის საავადმყოფოში 65 წლის ფოთელი მამაკაცი.
რეგიონში რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 470 პაციენტი. მძიმეა 39-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 24 კოვიდ ინფიცირებული. ბოლო 24 საათში რეგიონში 334 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 297 კოვიდ პაციენტი.