სასამართლოში იბარებენ ყველას ვინც ,,ქართული ოცნების,, დეპუტატებს შეურაცყოფას აყენებს

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე სასამართლოში TV პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკიაც დაიბარეს.
ტელეწამყვან ვიკა ბუკიას განცხადებით, დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის „მონას“ დაძახების გამო სასამართლოში დაიბარეს.
როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა 12 ივნისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
„კი, მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა?“, – წერს ვიკა ბუკია და დასძენს, რომ საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს.
მანამდე, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ისიც არის დაბარებული სასამართლოში. როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა. მისივე ინფორმაციით, ასევე, სასამართლოში დაბარებულები არიან ტელეწამყვანი – ვახო სანაია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – ელენე ხოშტარია და აქტივისტი – ანა სუბელიანი.
ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის “შეურაცხყოფის” საბაბით აქტივისტი ანა სუბელიანი სასამართლოში დაიბარეს.
ანა სუბელიანი სასამართლოში ნინო წილოსანზე დაწერილი Facebook-პოსტის გამოა დაბარებული.
ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში დაიბარეს.
ნანუკა ჟორჟოლიანს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის.
სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
“ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო სადაც მას მონა ვუწოდე:))
Mariam Lashkhi -მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.
მოსამართლეა ნინო ენუქიძე. პროცესი 15:00”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.