დრიუ ბერიმორმა გინესის 3 რეკორდი დაამყარა [Video]

ამერიკელმა მსახიობმა, სცენარის ავტორმა, პროდიუსერმა და მოდელმა, დრიუ ბერიმორმა ჯიმი ფელონის პოპულარულ პროექტ The Tonight Show-ში მიიღო მონაწილეობა და გინესის 3 რეკორდი დაამყარა.

ვიდეორგოლმა, რომელიც შოუს YouTube-არხზე გამოაქვეყნეს, სამ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ბერიმორმა შოუში 10 მოხალისეს 21 წამში ტუჩის საცხი წაუსვა, რამდენიმე ქაღალდის ბანერი დახია და ორმეტრიან პარიკში გამოწყობილმა იცეკვა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენელმა მსახიობი, დავალების წარმატებით შესრულებისთვის, საგანგებო დიპლომით დააჯილდოვა.

დრიუ ბლაით ბერიმორი 1975 წლის 22 თებერვალს კალიფორნიაში, კალვერ-სითიში, ცნობილი სამსახიობო დინასტიის წარმომადგენელთა ოჯახში დაიბადა. მისი სამსახიობო კარიერა 11 თვის ასაკში დაიწყო, როცა იგი პირველად ძაღლის საკვების რეკლამაში გადაიღეს.

2010 წელს ტელეფილმში „რუხი ბაღები“ მთავარი როლის შესრულებისთვის მსახიობი „ოქროს გლობუსის“ პრემიით დაჯილდოვდა.

ბერიმორი გლობალური შიმშილის წინააღმდეგ მიმართული გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის კეთილი ნების ელჩია. მან აღნიშნული პროგრამის ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button