მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით ჟურნალისტები დღეს აქციას გამართავენ

დღეს, 7 ივლისს, 12:00 საათზე უსაფრთხო მედიაგარემოს მოთხოვნით “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუმსხვრიეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში:

მათი შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, რაც რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

“მედიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავები არ იცავდნენ მათ უსაფრთხოებას და შორიდან ადევნებნენ თვალს მათზე განხორციელებულ ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. სამინისტროს ინფორმაციითვე, ფიზიკურ ძალადობასა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 3 პირია დაკავებული” ,- ნათქვამია “ქარტიის” განცხადებაში

აქციის მონაწილეები ითხოვენ, დროულად და ეფექტიანად მოხდეს 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმის გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა.

შეგახსენებთ ,“თბილისი პრაიდის” მიერ, 5 ივლისს დაგეგმილი “ღირსების მარში” მოძალადე ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ღირსების მარშის” რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button