კრიმინალი

ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ავარიას ემსხვერპლა

ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს IT უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი 37 წლის ჯემალ გულუა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა,რომელიც ცოტა ხნის წინ ზუგდიდში მოხდა.

იგი მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა,რა დროსაც ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ დაეჯახა, როცა იქედან მძღოლი გადმოდიოდა.

ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური.

მსგავსი პოსტები

Back to top button