საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო

სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საოკუპაციო ხაზთან პატრულირება დაიწყო.

მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, მათი ინიციატივა მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს და არანაირი პროვოკაცია არ იქნება. პირველი სამკაციანი ჯგუფი 10:00 საათისთვის გავიდა საოკუპაციო ზოლის ყარაფილას მონაკვეთზე.

20-მა მოხალისემ უკვე გამოთქვა სურვილი, სამოქალაქო პატრულირებაში მიიღოს მონაწილეობა.

“საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტების გადაადგილება შეთანხმებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ პატრულირების დაწყებამდე.

მსგავსი პოსტები

Back to top button