ანალიტიკაეკონომიკა

წლის ავიაკომპანიები დასახელდნენ

Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის შედეგები

Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გამოავლინა და დაჯილდოების ჟიურის წევრმა თამარ არჩუაძემ გამოავლინა.

ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

2021 წლის ავიაკომპანია ყველაზე მეტი მიმართულებით. ნომინაციაში ევროპის ყველაზე მზარდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გაიმარჯვა. ამ ეტაპისთვის ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისა და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთის 19 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. პანდემიამდე, ზედიზედ ბოლო სამი წლის განმავლობაში ვიზეარი იყო საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი გადაყვანილი მგზავრების კუთხით. სულ რამდენიმე დღის წინ ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შვილობილი ავიაკომპანიით დაიწყო ოპერირება. Wizz Air Abu Dhabi არის ვიზეარის მიერ ევროპის გარეთ შექმნილი ავიაკომპანია, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქიდან, აბუდაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ახლა უკვე ქუთაისის მიმართულებით ასრულებს კვირაში ორი სიხშირით პირდაპირ რეისებს.

2021 წლის ავიაკომპანია ყველაზე მეტი გადაყვანილი მგზავრით  თურქეთის ავიახაზები.  2021 წლის 11 თვის მონაცმებით, ავიაკომპანიას გადაყვანილი ჰყავს ჯამში 247,931 მგზავრი. Turkish Airlines წლებია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ასრულებს ფრენებს.

მესამე ნომინაციაში, 2021 წელს საქართველოს ბაზარზე შემოსული ახალი ავიაკომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა FlyArystan-მა გაიმარჯვა. 11 თვის ჭრილში ავიაკომპანიას გადაყვანილი ჰყავს 61,864 მგზავრი; Fly Arystan – სრულიად ახალი ავიაკომპანიაა საქართველოს ბაზრისთვის. ის არის ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და საქართველოს ბაზარზე, 2021 წლის მაისიდან წარმატებით ოპერირებს. ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ყაზახეთის ოთხი ქალაქის მიმართულებით ასრულებს, ესენია: დედაქალაქი ნურ-სულთანი, აქტაუ, ატირაუ და შიმკენტი.

 

გამარჯვებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის პირდაპირ ეთერში დაჯილდოების ჟიურიმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ავიაკომპანია 2022 წლისთვის საქართველოში ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button