მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს- უკრაინაში 199 460 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 46 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 199 460 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3759
ჯავშანტექნიკა – 7336
საარტილერიო სისტემა – 3137
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 562
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 316
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2720
ფრთოსანი რაკეტა – 973
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6034
სპეცტექნიკა – 407
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button