სპორტი

ფიფამ 2021 წელს ჩანიშნული 17 და 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატები გააუქმა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საკუთარ, ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია,რომ პერუში 17 წლამდელთა და ინდონეზიაში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატები პანდემიის გამო გაუქმდა.

ფიფა-ს გადაწყვეტილებით, მუნდიალები 2023 წლისთვის გადაიდო და პერუ და ინდონეზია მასპინძელი ქვეყნების სტატუსს შეინარჩუნებენ.

ამ დროოისთვის 17 წლამდელთა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებია. რაც შეეხება 20 წლამდელებს, – ამ ასაკობრივ ჯგუფში უკრაინა პირველობს.

მსოფლიოს ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატიც 2023 წელს გაიმართება და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებით მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე ეროვნული გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button