მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები შეინიშნება. გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9 საჰაერო სამიზნე – 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი.

ამასთან, სუმის ოლქის ახტირკის რაიონში რუსი სამხედროების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა.

“300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და დატოვა ოპერაციის ტერიტორია 70 ტექნიკით”, – აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი წინსვლას ცდილობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს.

უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 13 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურდა რუსული ძალების 14 ტანკი, 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და 4 ავტომობილი. მტრის დანაკარგს 300 ადამიანი შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button