მნიშვნელოვანისაქართველო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას მეგობრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.

მოგვიანებით ვანო მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების გამო.

2014 წელს სასამართლომ ყველა ამ საქმეებზე დამნაშვედ სცნო.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button