საფრანგეთში სურათი იპოვეს, რომელიც შესაძლებელია კარავაჯოს ფუნჯს ეკუთვნოდეს [Photo/Video]

საფერწერო ტილო, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი სახლის სხვენში იპოვეს, შესაძლებელია, ცნობილი იტალიელი მხატვრის, მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს ფუნჯს ეკუთვნოდეს, – აცხადებენ ფრანგი ექსპერტები.

სურათზე ბიბლიური სცენაა გამოსახული, რომლის თანახმად, ივდითი ასურეთელ მხედართმთავარ ოლოფერნს თავს ჰკვეთს. ტილო ქალაქ ტულუზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სახლის სხვენში 2 წლის წინ იპოვეს, როცა ჭერის შეკეთებას აპირებდნენ. შესაძლებელია, რომ ნახატი სახლის პატრონის წინაპრებს ეკუთვნოდა.

სპეციალისტების ვარაუდით, კარავაჯომ შედევრი რომში 1604-1605 წლებში შექმნა. იმის მიუხედავად, რომ ნახატი სხვენში 150 წელი იდო, ამჟამად იგი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ექსპერტების შეფასებით, ტილოს ღირებულება 137 მილიონ დოლარს შეადგენს.

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყნიდან სურათის გატანა 30 თვით აკრძალა, სანამ ექსპერტიზა არ დასრულდება. ამჟამად, ტილოს ლუვრის ექსპერტები სწავლობენ და ავტორის ვინაობის დადგენას ცდილობენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33232″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button