“საბიუჯეტო შემოსავლები 3 მილიარდით შემცირდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია “იმედის” ეთერშიი აცხადებს, რომ მთავრობის ამჟამინდელი პროგნოზით, კორონავირუსის გამო 2020 წლის მიმდინარე ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 3 მილიარდი ლარით შემცირდება.
„სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც იყო დაგეგმილი წლის დასაწყისში, დაახლოებით 14 მილიდარი ლარი შემოსავლების ნაწილში, ჩვენი დღევანდელი პროგნოზის შედეგად, დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე. ამასთან ერთად, ჩვენ ვალდებული ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს სოციალურ ჯგუფებს და ვებრძოლოთ ვირუსს, დავიცვათ ჩვენი მოქლაქეების ჯანმრთელობა. ესეც სერიოზულ თანხებთანაა დაკაშირებული. ამიტომ ჩვენ სერიოზული ეკონომია გვაქვს ბიუჯეტში”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმით, თანხების დაზოგვის მიზნით ასევე შეჩერდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი და რიგი ღონისძიებები, რომელიც ტურისტულ ხასიათს ატარებდა: “მიმდინარე ხარჯების გარდა რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, საბიუჯეტო ხარჯები, რომელიც, სამწუხაროდ, ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, “ჩექ ინ ჯორჯია”, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის, სისტემურების გარდა, რომელიც ტურისტულ ხასიათს ატარებდა.
ეკონომიკის სამინისტროსაც სერიოზული გეგმები ჰქონდა სხვადასხვა სპორტული, კულტურული ღონისძიებების, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დღეს ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს”, – ამბობს გახარია “იმედის” ეთერში.