მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხის ცხელების ცენტრში მყოფ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მამაკაცს, რომელიც ლაგოდეხის ცხელების ცენტრში 2 მაისს გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტი რუსთავში გამოვლენილი, კორონავირუსით დაინფიცირებული პირის მამაა და ცხელების ცენტრში, თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურის დაფიქსირების გამო მოათავსეს.

როგორც ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, შესაბამისი ანალიზები ლუგარის ცენტრში გააგზავნეს. ამ პასუხის საფუძველზე, თვითიზოლაციიდან მოიხსნება 15-მდე პირი, რომლებსაც მამაკაცთან ჰქონდათ კონტაქტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში გუშინ დაფიქსირდა. პირველი დაინფიცირებული ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების და ევექსის ექიმია.

ის ადამიანები, რომლებიც ყვარელში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს წარმოადგენენ, კარანტინში გადაიყვანეს.

გუშინვე, სწრაფი ტესტირებით, კორონავირუსი ყვარელში კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი. საბოლოოდ დაუდასტურდებათ თუ არა კორონავირუსი, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნაზეა დამოკიდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button