“საქართველოში სუს-ის მიერ მობილურ ოპერატორებზე წვდომა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს”

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩი” ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. მოხსენებაში საუბარია საქართველოზეც. ანგარიშის მიხედვით, “საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მობილურ ოპერატორებზე წვდომა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს”.

მოხსენებაში საუბარია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე. გამოთქმულია შეშფოთება მედიის თავისუფლებისა და ლგბტ პირების მიმართ უფლებების შეზღუდვაზე.

“ჰუმან რაითს ვოჩის” მოხსენებაში საუბარია 2008 წლის ომზე და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაკვეთით ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღდმდეგ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებულ გამოძიებაზე.

ასევე მოყვანილია საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩატარების თაობაზე, თუმცა ისიც წერია, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების ჯგუფებმა მიუთითეს ხმების მოსყიდვის, პოლიტიკური დაშინების და არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის რამდენიმე შემთხვევაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button