მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილები ხათუმში, სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთში და ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება”, – თქვა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცნობით, აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დასრულდა. სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამოაცხადა ნიდერლანდების ხელისუფლებამაც. ქვეყნიდან მოქალაქეების გაყვანა დაიწყო საფრანგეთმა და საუდის არაბეთმაც.

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია რამდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა. ისინი ძირითადად ორი ავიაკომპანიის – “მაი ვეისა” და “ჯეო სქაის” თანამშრომლები არიან.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა 3 551 კი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button