ეჭვიანობის ნიადაგზე პოლიციელმა მეუღლე დაჭრა

წუხელ გვიან ღამით მამაკაცმა მეუღლე დანით დაჭრა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

გოგონა თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მეუღლე დაჭრა, პოლიციის თანამშრომელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
ქუთაისში წუხელ გვიან ღამით მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალები ხდება ცნობილი. 24 წლის გოგონას საკუთარმა მეუღლემ ეჭვიანების ნიადაგზე თავის არეში ჭრილობა თვის არეში მიაყენა.
ახალგაზრდა ქალი ამ დროისთვის ინტერვენციულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსები ინფორმაციით მისი ჯანმართელობის მდგომარეობის სტაბილურად მძიმეა.

მამაკაცი, რომელმაც საკუთარ მეუღლე დაჭრა პოლიციის თანამშრომელია, აქედან გამომდინარე საქმეს პროკურატურა იძიებს. როგორც შოთაძის უწყებაში განმარტავენ, შეტყობინება უწყებაში თვითმკვლელობის მცდელობის ინფორმაცცით შევიდა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით მიმდინარეობს .

მსგავსი პოსტები

Back to top button