
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მორიგი გამარჯვება.
ევროპის ლიგის მეათე ტურში მოსკოვის „ცსკა“-მ სტუმრად, მიუნხენის „ბაიერნს“ 8 ქულიანი სხვაობით სძლია.
შენგელია ძირითად ხუთეულში იდგა და მის ანგარიშზე 6 ქულა, 3 მოხსნა და თითო გადაცემა და ჩაჭრაა.
შეხვედრა 89:81 დასრულდა.
ევროლიგის მორიგ მატჩში „ცსკა“ მადრიდის „რეალს“ 26 ნოემბერს უმასპიძლებს.