მნიშვნელოვანისიახლეები

სახელისუფლებო ძალაში დარწმუნებული არიან რომ თუ პრეზიდენტი პარტიას ჩამოაყალიბებს ის თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული

პრეზიდენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ბოლოჯერ შევიდა. მისი ბოლო წლიური ანგარიშიც ყველაზე მწვავე აღმოჩნდა. კრიტიკის მთავარ ადრესატებად კი ის პოლიტიკური გუნდი აირჩია, ვისი მხარდაჭერითაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა. 40 წუთიან გამოსვლაში ზურაბიშვილის სამიზნე პარლამენტთან ერთად, თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გახდა. ის ნაკლებად კრიტიკული იყო საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ. ტრიბუნიდან მან დღეს პირველად ახსენა ბიძინა ივანიშვილიც. კითხვით არამხოლოდ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, არამედ მომავალ პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.

მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მათ, კოლექტიურად და პიროვნულად, ევალებათ ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ შეაფასებს მომავალ პრემიერს.

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია. მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და, კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმც, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან მომავალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მიმართა. მან თქვა, რომ კობახიძესთან ასოცირდება რუსი დეპუტატის, გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი.

“მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

წარმოადგენთ თუ არა გეგმას, სადაც მკაფიოდ და ვადებში იქნება გაწერილი, როგორ შეცვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას; სადაც გაწერილი იქნება, როგორ უზრუნველყოფთ კონსენსუსით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას; სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს მისცემთ საგამოძიებო უფლებებს და დამოუკიდებლობას; სადაც უზრუნველყოფთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და როგორ დავუახლოვდეთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. თუმცა, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს პასუხი საპარლამენტო ტრიბუნიდანვე გასცა.
პრეზიდენტის აქცენტების ფონზე “ქართული ოცნებას” გაუჭირდა განსხვავება ეპოვა ოპონენტების და ზურაბიშვილის გამოსვლის შინაარსს შორის, სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებით, პრეზიდენტი მისი დამოკიდებულებებით დიდი ხანია ოპოზიციის რიგებშია. მმართველი პარტიისგან დისტანცირების მიღმა “ოცნება” კონკრეტულ მიზანს ხედავს, ზურაბიშვილის პოლიტიკურ ინტერესს.

პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ბოლო გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრის გარდა, მისი პოლიტიკური მომავლის დასაანონსებლადაც გამოიყენა. სწორედ ეს განცდა დარჩათ მმართველი პარტიის წევრებს პრეზიდენტის მიერ ტრიბუნიდან გაჟღერებულ შეთავაზებაზე. ზურაბიშვილი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს შეუერთდნენ “ერთობის პლატფორმას ევროპისთვის”. ზურაბიშვილმა პარტიები კონსულტაციებისთვის უკვე მიიპატიჟა. სახელისუფლებო ძალაში დარწმუნებული არიან, რომ თუ პრეზიდენტი პარტიას ჩამოაყალიბებს, ის თავიდანვე მარცხისთვის იქნება განწირული.

ზურაბიშვილის მოწოდებაზე თანხმობა ადრესატების ნაწილმა დარბაზშივე გამოთქვა. ოპოზიციურ პარტიებს პრეზიდენტთან წინაპირობებიც აქვთ, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს სააკაშვილის გათავისუფლებაა. “ლელო” კი წინასაარჩევნოდ ზურაბიშვილის გააქტიურებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტრიბუნა დღეს რუსეთთან ერთად ჩინეთის კრიტიკისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენა.

პოლიტიკური განცხადებების გარდა, დეპუტატებს შორის პოლემიკის მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში ჩაცმის სტილი და პროტოკოლის ნორმებიც გახდა.

პრეზიდენტის წლიური ანგარიშის შინაარსი ყველასთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა. ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ანტიქართულადაც შეფასდა. ფრიდონ ინჯიამ ზურაბიშვილს გადადგომისკენ სხდომათა დარბაზშივე მოუწოდა.

ქვეყნის ინტერესების ღალატია საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრეზიდენტის განცხადებები. ელიტურ კორუფციაზე ზურაბიშვილის კრიტიკას დეპუტატებმა წარსულის შეხსენებით უპასუხეს.

პარლამენტში ყოფნის დროს სალომე ზურაბიშვილს კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაც მოუწია. მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლო გამომსვლელი იყო, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობისკენ მოუწოდა და კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.

სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს დარბაზში ისმენდა მომავალი პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძეს დღეს საპარლამენტო ტრიბუნა აღარ გამოუყენებია, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლა დარბაზს მიღმა მედიასთან შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სტატუსით მისთვის ბოლო წლიური მოხსენებით მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია გახსნა.

ცნობისთვის პრეზიდენტის მოხსენების ფონზე, “ქართული ოცნების” ნაწილმა პარლამენტის დარბაზი დატოვა. მიზეზი, სავარაუდოდ, ის კრიტიკული განცხადებებია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან აკეთებს.

მანამდე კი წლიური ანგარიშით მისულ სალომე ზურაბიშვილს “ოცნების” დეპუტატები ფეხზე არ წამოუდგნენ, რაც პროტოკოლის დარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით გამოდის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

მსგავსი პოსტები

Back to top button