“წითელი ჯვარი” საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს

“წითელი ჯვარი” საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმს გადმოსცემს.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“იგეგმება სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, იმასთან დაკავშირებით თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს”. – ამბობს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, „საქართველოს წითელი ჯვარი“ და წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ეხმარება ქვეყანას პანდემიის მართვის პროცესში
შეგახსენებთ, საქართველომ სინოფარმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის არის შესაძლებელი.