მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

24 წლის ქართველი ძიუდოისტი (-81კგ) ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო. ეს პირველი მედალია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა.

გრიგალაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე შემდეგ სპორტსმენებს სძლია:

1/2 ფინალი – სამხრეთ კორეელი იონ ჰვან ლი-ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.

1/4 ფინალი – ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი-მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.

1/8 ფინალი – ავსტრიის წარმომადგენელი ვახიდ ბორჩაშვილი;-მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

1/16 ფინალი – მოლდაველი მიჰაილ ლატისევი-პირველ წრეში გრიგალაშვილი მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

ტატო გრიგალაშვილი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელსაც ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გრიგალაშვილი ამავე დროს ევროპის სამგზის ჩემპიონია.

ქართველი ძიუდოისტები აგრძელებენ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას. 31 ივლისს იჭიდავებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (-90 კგ) ლაშა ბექაური.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button