ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია

გოლდენ სტეიტი და ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონები არიან.
ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში მეომრებმა კლივლენდ კავალიერსი 129:120 დაამარცხეს და შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს.
ფინალური სერიის ანგარიში 4:1 გოლდენ სტეიტის სასარგებლოდ. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 9 წუთი გაატარა.
გოლდენ სტეიტის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი კერივინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 39 ქულა მოაგროვა. გოლდენ სტეიტმა ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.