მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერების ერთობლივ განცხადება ურაინაში განვითარებუილი მოვლენების შესახებ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, „დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტ პუტინმა თავისი კამპანია წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერის ოფისი ავრცელებს.

ბორის ჯონსონის ოფისის განმარტებით, პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია უკრაინაში მოვლენების განვითარებით. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ამას გაუძლებს და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო გვერდში დაუდგება უკრაინას „ამ ბნელი პერიოდის განმავლობაში“.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, გამოიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას,- ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, ძალის მსგავს გამოყენებასა და ძალადობას ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში.

„რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“,- ნათქვამია ევროპელი პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შარლ მიშელმა უკვე დაგეგმა ევროპული საბჭოს სხდომა უკრაინის კრიზისის განსახილველად და რუსეთის წინააღმდეგ პოტენციური სადამსჯელო ღონისძიებების განსახილველად.

„ჩვენ ვწუხვართ ადამიანური დანაკარგისა და ჰუმანიტარული სურთულეების გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან ჰქონდეთ დაუყოვნებელივი საგანგებო ჰუმანიტარული პასუხი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ევროკავშირის მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, მაშინ, როდესაც ისინი განიცდიან ამ კრიზისს, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენი პასუხი იქნება შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც დღეს შეიკრიბებიან,“– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სამხედრო ოპერაცია. საფრანგეთი სოლიდარობით დგას უკრაინის გვერდით. საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით, მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, უკრაინელი ხალხს სასწრაფოდ უნდა გადასცენ იარაღი და საბრძოლო მასალა.

“რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!” – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიცია შეიქმნას, დაუყოვნებლივ დაწესდეს სანქციები და უკრაინას ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიონ.

მისი თქმით, ამ საკითხზე ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანჯეი დუდასა და ბორის ჯონსონს ესაუბრა.

“მოვუწოდე დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შეიქმნას ანტიპუტინისტურ‬ი ‪კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე, მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი სიმშვიდისკენ”, – წერს ზელენსკი. 

მსგავსი პოსტები

Back to top button