მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად არ მიიწვიეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს ელჩების კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია. ღონისძიება 26-28 დეკემბერს იმართება თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფში”.

“26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია”, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონფერენციაზე არ მიუწვევიათ და მიზეზი ასე ახსნა:

“ელჩების კონფერენციას აქვს სხვადასხვა ფორმატები. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ხელისუფლების ეს ორი შტო იყო პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე… წლევანდელი ელჩების კონფერენცია ამ მოტივით და ლოგიკით იყო აწყობილი”.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული ზურაბიშვილი კონფერენციაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება- „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, წელს ღონისძიება აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ელჩებისადმი მიმართვა გაეკეთებინათ ხელისუფლების ორი შტოს წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომლებიც მუშაობდნენ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
დღეს გამართულ კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ, მათ შორის დისტანციურად ჩაერთო ევროკომისარი ოლივარ ვარჰეიც.

“შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო. წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა. კონფერენცია მიძღვნილია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განახორციელეს,” – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
გარდა ამისა ელჩების კონფერენციაზე უხერხულობა შეიქმნა გასულ, 2022 წელსაც. კონფერენციას არ დასწრებია ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამის მიზეზი პროტოკოლის წესების დარღვევა იყო. სალომე ზურაბიშვილის ადგილი გათვალისწინებული იყო პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის.

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2023″, რომელიც ორ დღეს გასტანს. ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

წელს, ამ კონფერენციის გამართვამდე რამდენიმე თვით ადრე, მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტების დროს კონსტიტუცია დაარღვია, რადგან არ ჰქონია მთავრობის თანხმობა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ 100 საჭირო ხმა ვერ მოაგროვა.

შეგახსენებთ, თბილისში ყოველწლიური ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც დიპლომატიური კორპუსი მიმდინარე წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზეც მსჯელობენ.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button