მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის-სირიასა და ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმების გამო რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

სირიასა და ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმების გამო რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ავრცელებს.

მისი განცხადებით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

რუსი დიპლომატის თქმით, უშიშროების საბჭოში ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა გაიანა სხდომის დანიშვნას 5 თებერვალს გეგმავს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი გმობს „სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ამერიკულ-ბრიტანული აგრესიის აქტს“. ზახაროვამ აშშ სირიასა და ერაყზე დარტყმებით საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის შეფასებით, ამგვარად ვაშინგტონი ცდილობს, კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი ქვეყნები ჩაითრიოს.

იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე დრონით თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button