მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

“ოცნების” დეპუტატი “მთავარი არხის” ჟურნალისტს დაჭრით ემუქრება

მმართველი პარტიის დეპუტატი ვუგარ ისაევი “მთავარი არხის” ჟურნალისტს დაჭრით ემუქრება. ინფორმაციას და ვიდეომასალას ამის შესახებ “მთავარი” ავრცელებს. ინციდენტი დმანისიში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ მოხდა.

ადგილობრივ საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვუგარ ისაევი “მთავარის” ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის დაჭრით დაემუქრა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ემუქრებოდა დანით დაჭით, “ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტს სულ სხვა სიტყვებით დაელაპარაკება.

“შენ აქ ვერ გადაიღებ ვერაფერს, მე ასე მინდა… თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ, მოდიხარ და ჩემს სოფელში ბლატაობ? გითხარი, არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება. არჩევნების მერე მე პირად შენ და სხვებს შეგხვდებით.

“მე არავის მეშინია. შენ კამერა გამორთე და რაღაცას გეტყვი… დიახ, გითხარი, მერე მითხარი მერე რა გინდა? … არაკაცი ხარ, 50 ლარად მომუშავე ხარ. არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ, სულ სხვა სიტყვებს გეტყვი. მიდი, იმუშავე ნაციონალებზე.“ – უთხრა ჟურნალისტს დეპუტატმა ვუგარ ისაევმა.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/333389377990145/

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button