“სპეცსამსახურებმა სირიიდან ქართველები დააბრუნეს”

“სპეცსამსახურებმა სირიიდან ქართველების ნაწილი დააბრუნეს,” – ეს განცხადება მმართველი კოალიციის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა, გააკეთა. სესიაშვილის განცხადებით, ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა სირიაში მნიშვნელოვნად შემცირდა. დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს პანკისის ხეობაში ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი, რაც რეგიონში ვითარებას შეცვლის.

“ჩვენმა სპეცსამსახურებმა მოახერხეს და სირიაში წასული რამდენიმე ქართველი სამშობლოში დააბრუნეს. ასევე ჩვენს მიერ მიღებული კანონის შემდეგ სამშობლოში თავისი ნებით დაბრუნდა რამდენიმე ახალგაზრდაც.

ჩვენ ვაპირებთ, ავაშენოთ რეგიონში სპორტული დარბაზი, რომელიც ახალგაზრდებს ფიზიკური აქტივობით დაკავების საშუალებას მისცემს. მზადდება კიდევ რამდენიმე პროექტი. ხეობაში უკვე გაიხსნა იუსტიციის სახლით. ჩვენ შევქმენით რელიგიური საააგენტო, რომლებიც გვეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში,” – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button