მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში 45 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა

კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 45 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა. მამაკაცი გოგონას მამიდის ქმარია.

ძალადობის შესახებ, არასრულწლოვანმა ოჯახის წევრებს შეატყობინა, რის შემდეგაც გოგონას ბიძამ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, გოგონას ბიძა კი დაკავებულია.

საავადმყიფოშია მოთავსებული არასრულწლოვანიც ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შონაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ .

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button