მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გომბორის უღელტეხილი დაკეტილია

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზა დაკეტილია. უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თელავის საგაზაო სამმართველოს წარმომადგენლის, თამაზ აბდულაშვილის ინფორმაციით, მოძრაობა მთლიანად ვაზიანი- შუამთის გადასახვევამდე შეუძლებელია.

” ინტენსიურად თოვს და უღელტეხილზე ყინავს. ამინდის ცვლილების შემთხვევაში, ყოველთვის ვმუშაობთ, რომ გადაადგილება შესაძლებელი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ამინდის გამო, მოძრაობა სახიფათოა”- განაცხადა აბდულაშვილმა.

ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, თბილისი- ბაკურციხე- ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე, სადაც მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება დაშვებულია.

ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობაა შესაძლებელი, აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით

მსგავსი პოსტები

Back to top button