კრიმინალისაქართველოსიახლეები

ძებნილი ბეჟან გვაზავა დაკავებულია

რადიო თბილისის ინფორმაციით, ძებნილი ბეჟან გვაზავა დაკავებულია

ბეჟან გვაზავას 7 წლით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 2019 წლის 7 დეკემბერს. სასამართლომ ბეჟან გვაზავა დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

გვაზავამ ცეცხლსასროლი იარაღით ალიკა ლაგვილავას ესროლა.

გვაზავა გრიგოლიშის “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი იყო , ხოლო ალიკა ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი. ბეჟან გვაზავასა და ალიკა ლაგვილავას შორის დავა მიწის ნაკვეთს უკავშირდებოდა.

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ახალგაზრდა კაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბეჟან გვაზავა ამ დრომდე დაკავებული არ იყო.

გვაზავა არჩევნებში “ოცნების” მხარდამჭერი იყო და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ზუგდიდის ქუჩებშიც დააფიქსირეს.

ინფორმაციის გადამოწმება რადიო თბილისმა შსს-ში სცადა, სადაც განუცხადეს, რომ ინფორმაციას მოიძიებენ და მოგვაწვდიან. ჯერჯერობით უცნობია,თუ სად მოხდა მისი აყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button