მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქცინაზე რეგისტრაცია კლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

აცრაზე რეგისტრაცია ამცრელ კლინიკებშიც იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

სიახლეების შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით ნაკლებად სასურველია, მაგრამ თუ მოქალაქე სხვაგვარად ვერ ხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და მას სჭირდება დახმარება, ესეც შესაძლებელია”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ხანდაზმულ ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, რომლებიც ვარ ახერხებენ კლინიკებში მისვლას, შეუძლიათ ამცრელი ბრიგადის გამოძახება. ამისთვის მათ უნდა დარეკონ 1522-ზე და მათთან რესპუბლიკური კლინიკის ამცრელი ჯგუფი მივა.

მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისიდან დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button