მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ასტრაზენეკას” მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

„ასტრაზენეკას” მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება. „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა საქართველოში მეორედ 6 მაისს შემოვიდა. ვაქცინა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთჯერადი ვაქცინაცია ამ პრეპარატით უკვე ჩატარებული აქვს.

“ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 5 მაისს, საღამოს 8 საათიდან დაიწყო. დარეგისტრირებული პირების აცრა 10 მაისიდან დაიწყება.

შეგახსენებთ,საქართველოში „ასტრაზენეკას“ პირველი 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა
დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button