NASA-ს ასტრონომებმა ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მეცნიერებმა, ახალი გალაქტიკა აღმოაჩინეს.

იგი დედამიწისგან 12,5 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული. ახალაღმოჩენილი გალაქტიკა, რომელიც ტელესკოპ WISE-მ დააფიქსირა, სხვა გალაქტიკებთან შედარებით, ყველაზე ნათელია და 300 ტრილიონჯერ მეტ სინათლეს ასხივებს, ვიდრე მზე.მას სახელწოდება უკვე მიანიჭეს – WISE.

NASA-მ, ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე კოსმოსური ობსერვატორია WISE, დედამიწის ორბიტაზე, 2009 წლის 14 დეკემბერს გაიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button