პუტინი და ერდოღანი სოჭში შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში რუსეთს ეწვევა, სადაც რუსულ მხარესთან მარცვლეულის შეთანხმების საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა ისაუბრა შეხვედრა სოჭში გაიმართება.
მას არ დაუზუსტებია, შეხვდება თუ არა ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა, შეხვედრის თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია.
გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმება ერთი წელი გაგრძელდა და გასულ თვეში დასრულა, მოსკოვის დატოვების შემდეგ. თურქეთი ახლა ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ეს შეთანხმება ოდესის საზღვაო პორტებიდან ათობით მილიონი ტონა მარცვლეულის გატანას ითვალისწინებდა.
მას შემდეგ, რაც შეთანხმება ჩაიშალა, რუსეთმა უკრაინის პორტები დაბომბა.
მოსკოვი აცხადებს, რომ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუ რუსეთს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი საკვები და სასუქი მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს. დასავლური ქვეყნები კი ამბობენ, რომ რუსეთს იმ საკვების გაყიდვასთან დაკავშირებით, რასაც ფინანსური სანქციები არ ეხება, პრობლემები არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი “მარცვლეულის შეთანხმების” გაგრძელების მომხრეა, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა და რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეწყვიტა.
ცნობისთვის ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 4 სექტემბერს შეხვდებიან.