მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

აშშ-ში კორონავირუსის 25 601 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 048 986-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 851 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 114 669-ს მიაღწია.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 909 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 41 828-მდე გაიზარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში.

გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 982 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 828 810-ს მიაღწია.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-სგან 365 063 ადამიანი განიკურნა.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, worldometers.info-ს მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 7 742 096-ს მიაღწია; დაღუპულია 428 362 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 3 967 418 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button