მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბანგკოკში ქიმიური ქარხნის აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ბანგკოკის გარეუბანში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება გამთენიისას მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.

სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული, მიმდებარე რაიონებიდან კი ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების გამო ქარხნის მიმდებარე რაიონში 70 სახლი დაზიანდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button