მნიშვნელოვანისაქართველო

უკრაინული ვებგვერდი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ერთ-ერთი უკრაინული გვერდი ავრცელებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერს. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ჩანაწერში საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია. საიტის წერს, რომ ჩანაწერი “საიმედო წყარომ” მიაწოდა.

აუდიჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის ლაპარაკია საქართველოში არჩევნების წინ მობილიზებაზე.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: “ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერეს ეხმიანება, რომლზეც სავარაუდოდ მასსა და ბიძამისს, თემურ ალასანიას შორის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.

“ვაი ამ ჭორვილელი აფერისტის პატრონს..მართლა გონია,რომ მსგავსი გაცვეთილი ტყუილებით გააცურებს ხაალხს? ხალხმა უკვე გამოუტანა განაჩენი მის ექვსწლიან ტყუილებს, ქურდობებს და სიყალბეებს და ეს განაჩენი 28-ში გამოცხადდება”, – წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

თემურ ალასანია კი წერს:

“ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბიცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან რომ ოჯახი ს წევრებზე ქმნიან კომპრომატს”, – აცხადებს თემურ ალასანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button