მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის კრემენაიას, შილიპოვკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის კრასნა ჰორას, ბახმუტის, ივანოვსკოეს და პარასკოვიევკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 106 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 136 880 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ამ კვირაში ბევრი მადლიერების სიტყვა ვუთხარი ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს – ყველას, ვინც გვეხმარება. ახლა კი მადლობის სიტყვები მინდა გითხრათ თქვენ, უკრაინელებო. ჩემთვის ყოველთვის პატივია უკრაინის წარმომადგენლობა და ვამაყობ ჩვენი ლამაზი და ძლიერი ხალხით. თქვენ გსმენიათ და ნახეთ, როგორ მიესალმებიან უკრაინას. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. ვამაყობ უკრაინული გამბედაობით. ვამაყობ უკრაინის გამძლეობით. ვამაყობ უკრაინის ეფექტურობით. მე ვამაყობ ყველა თქვენით, ვინც იბრძვით და შრომობთ ჩვენი ქვეყნისთვის! ვინც ფრონტს და სახელმწიფოს უჭერს მხარს. მადლობა ყველას!

– ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია.

„პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, ევროპაში ომს მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დაასრულებს.

„მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში ომი არ დასრულდება და რუსეთი კრიმინალურად გაბატონდება მსოფლიოში“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button