მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პირველი კადრები რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა.

მხარეები სავარაუდოდ სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების შესახებ მსჯელობენ. ცნობილია რომ რუსულმა მხარემ დღეს უკრაინელების მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

ოფიციალური კიევი ნატოს მეხუთე მუხლის ანალოგიურ უსაფრთხოების გარანტიას, ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითხოვენ. რა პასუხს გასცემს რუსეთი უკრაინას მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, სამუშაო ჯგუფების ჩართულობით“,- აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინასთან მოლაპარაკებების საბოლოო გეგმები ჯერ არ არსებობს, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა დელიში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით უკრაინული მხარე მოლაპარაკებებში ავლენს რეალობის გაგებას დონბასსა და ყირიმზე. სერგეი ლავროვის განცხადებით მოლაპარაკებებში არის გარკვეული პროგრესი.

ცნობისთვის, უკრაინული და რუსული დელეგაციები ბოლოს ერთმანეთს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის დოლბაჰჩეს სასახლეში პირისპირ 29 მარტს შეხვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button