მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის მაღალჩინოსნები თანამდებობას ტოვებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია „მინისტრის“ ირნალ არძინბას გადადაგომის შესახებ.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე არძინბას გადადგომის შესახებ თითქმის ყველა აფხაზური საინფორმაციო რესურსი და რუსული სახელმწიფო სააგენტო ტასსი უწყებოდა დე ფაქტო უწყების თანამშრომელზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს არძინბამ გუნდის წევრებს პოსტის დატოვებისა და რუსეთში დაბრუნების გადაწყტილების შესახებაც აცნობა.
დღეს, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის სერგეი პუსტოვალოვის გადადგომის შესახებ, რომელიც ამ პოსტს 2020 წლიდან იკავებდა. ამასთან, ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია ჯანსუღ ნანბას „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის“ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ნანბას სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია დაინიშნა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბასა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯანსუხ ნანბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა D News და სხვა ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუხ ნანბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური D News და სხვა ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

“ჩვენი წყაროების ცნობით, არძინბამ თანამშრომლებს უკვე განუცხადა, რომ ტოვებს მინისტრის პოსტს და ბრუნდება რუსეთში”, – ნათქვამია მედიის განცხადებაში.

არძინბასთან ერთად თანამდებობას აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ჯანსუხ ნანბაც ტოვებს.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯანსუხ ნანბამ 4 სექტემბერს ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა”, – წერს Interfax ბჟანიას ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
ამასთან თანამდებობიდან გადააყენეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი.

პუსტოვალოვის გადაყენების შესახებ განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 1 სექტემბერს მოაწერა ხელი. თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ დღეს, 5 სექტემბერს გახდა ცნობილი.

სერგეი პუსტოვალოვი ვორონეჟში დაიბარა, დაამთავრა ყაზანის სუვოროვის სამხედრო სასწვალებელი. 2004 წლამდე მუშაობდა სარატოვში, 2004-2008 წლებში იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სოციალურ და იურიდიულ საკითხებში. ის 2020 წლიდან მუშაობდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერად.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის“ ჯანსუღ ნანბას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ნანბას სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია დაინიშნა.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, მაღალჩინოსნების გადადგომა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

არძინბა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, ხოლო ნანბა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button